ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი ხარკოვის ოლქში რუსული არმიის უკანდახევასთან დაკავშირებით საკუთარ ტელეგრამ არხზე ხმოვან შეტყობინებას ავრცელებს, რომელშიც საუბრობს შეცდომებზე და იმაზე, რომ სიტუაციის გამოსწორება მის მებრძოლებს შეუძლიათ.
რამდენიმე ციტატა კადიროვის შეტყობინებიდან:
“თუ დღეს–ხვალ ცვლილებები არ იქნება შეტანილი სპეციალური სამხედრო ოპერაციის მსვლელობაში, იძულებული ვიქნები ქვეყნის ხელმძღვანელობაზე გავიდე, რომ მათ მიწაზე არსებული სიტუაცია ავუხსნა. ის ძალიან საინტერესოა,“გამაოგნებელსაც“ ვიტყოდი.“
მე, რამზან კადიროვი ოფიციალურად გიცხადებთ, რომ ყველა ეს ქალაქი უკან იქნება დაბრუნებული. იქ უკვე არიან ჩვენი ბიჭები. კიდევ 10 ათასი მებრძოლი მზად არის გასასვლელად.
უახლოეს მომავალში ოდესამდე მივალთ, თქვენ ნახავთ კონკრეტულ შედეგებს.
მე სტრატეგი არ ვარ, როგორც თავდაცვის სამინისტროში არიან. მაგრამ შეცდომები იქნა დაშვებული. მე ვფიქრობ, რომ ისინი დასკვნებს გამოიტანენ. როცა სიმართლეს პირში ეუბნები, შეიძლება არ მოეწონოთ. მაგრამ მე მიყვარს სიმართლის ლაპარაკი. ჩვენ ველაპარაკეთ მეთაურებს ფრონტებზე.
მე ერთი რამე ვიცი–რუსეთი გაიმარჯვებს. ნატოს იარაღი ჩვენი მებრძოლების სულისკვეთებით დაითრგუნება. ჩვენი გამოჩენისგან უკვე ხელფეხი უკანკალებთ“