კადიროვმა კიდევ ერთხელ დადო პირობა, რომ მარიუპოლს აიღებს

“დღეს სადილამდე, ან სადილის შემდეგ აზოვსტალი სრულად იქნება რუსეთის შეიარაღებული ძალების კონტროლ ქვეშ. სტრატეგია და მებრძოლები მზად არის, მხოლოდ დრო გვჭირდება“– დაწერა კადიროვმა ტელეგრამ არხზე დღეს დილით.

ბოლო მონაცემებით ბრძოლები აზოვსტალში გრძელდება. საწარმო, რომელიც 11 კვ.კმ–ს იკავებს, ქალაქში ქალაქია, განვითარებული მიწისქვეშა კომუნიკაციებით, მათ შორის თავშესაფრებით დაბომბვისგან თავდასაცავად. იქ იმყოფებიან უკრაინელი სამხედროები და სავარაუდოდ მშვიდობიანი მოქალაქეებიც. მათი ევაკუაციის მცდელობები უშედეგოა.

სხვადასხვა გამოცემებმა დათვალეს, რომ კადიროვმა მარიუპოლის უსწრაფესად აღების შესახებ 26–ჯერ განაცხადა.

კადიროვის ამ განცხადების პარალელურად გავრცელდა ინფორმაცია, რომ  პუტინმა შოიგუს უბრძანა, აზოვსტალის შტურმი არ წამოიწყონ.