“პრინციპში, მშრალ შიმშილობაზეა გადასული, ამ კადრების გამოქვეყნების მიზანიც ეგ იყო, რაც ნიშნავს, რომ მისი მდგომარეობა სავარაუდოდ ბევრად უფრო სწრაფად გაუარესდება. გეგმა არის პროტესტი და მოთხოვნა, რომ გადაიყვანონ მულტიპროფილურ კლინიკაში. ეს არ არის რაღაც სპეციალური მოპყრობის მოთხოვნა – პატიმრები გადაყავთ მულტიპროფილურ კლინიკაში როცა ამის საჭიროება არის. ამის საჭიროება რომ არის, დაადგინა კონსილიუმმა, რომ შესაბამისი კლინიკა სჭირდება, სადაც არის შესაბამისი კვალიფიკაციის სამედიცინო პერსონალი და აპარატურა. ეს ყველაფერი ციხის საავადმყოფოში არ არის, ამიტომ გადასაყვანია ნებისმიერ შემთხვევაში”

ამბობს გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე მიხეილ სააკაშვილზე.