ვრცელდება ტერორისტების შენობიდან გამოსვლის კადრები, რომლებიც შემდგომ პოლიციის თანამშრომლებთან ერთად მიდიან ავტომანქანით დაუდგენელი მიმართულებით
ზუგდიდში, თავდამსხმელმა სამი მძევალი დაიტოვა და პოლიციის მანქანით გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. მძევლებიდან ერთერთი სავარაუდოდ სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი, ავთო გალდავაა, რომელიც თავდამსხმელმა ხელშეკრული გაიყვანა.
სამხარეო პოლიციის უფროსი იყო მომლაპარაკებელი, რომელიც თავდამსხმელს ეკონტაქტებოდა. სწორედ მან მიუტანა მოთხოვნილი ფულიც.