კადრები რომელშიც ჩანს, როგორ გაათავისუფლა თავდამსხმელმა ბოლო 3 მძევალი

ადგილობრივი ტელე-რადიო კომპანია “ოდიში” ავრცელებს კადრებს, რომელშიც სავარაუდოდ ჩანს, როგორ ათავისუფლებს თავდამსხმელი ბოლო ბოლო 3 მძევალს.

ცნობისთვის, გუშინ თავდამსხმელი ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალში შეიჭრა და 19 მძევალი აიყვანა. მან 500 ათასი დოლარი და უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა. რამდენიმე საათში მან 3 მძევალი დაიტოვა, რის შემდეგაც შსს–მ მას მოთხოვნილი თანხა მიუტანა. მძევლებთან ერთად ის პოლიციის მანქანით გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. გვიან ღამით მან ყველა მძევალი გაათავისუფლა და გაიქცა.

შსს–ს ცნობით, ამ დროისთვის მისი ძებნის ოპერაცია მიმდინარეობს. აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი აცხადებს, რომ ე.წ. საზღვარზე თავდამსხმელს არ შეუშვებენ.