“კახა კალაძემ აიღო 45%, მეორე ადგილზე გასულმა 34%, რომელი უფრო დიდია, 45, თუ 34? რა თქმა უნდა, დამაჯერებელი გამარჯვებაა. მე გამიხარდებოდა, რომ პირველ ტურში დაგვემთავრებინა არჩევნები, ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ, როგორც საუბრის დასაწყისში ვთქვი, შეიძლება რამე დავაკელით, შეიძლება მეც რამე გამომრჩა, ამისთვის ბოდიში, თუმცა ერთადერთი პოლიტიკური პარტიაა ქართული ოცნება, ვინც დამაჯერებლად გაიმარჯვა, მიიღო 48%, ამისთვის ყველა ადამიანს მინდა მადლობა გადავუხადო, ვინც ჩართული იყო საარჩევნო პროცესში”

განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ. ამ დროისთვის ცესკომ უბნების 57.87% დათვალა. ნიკა მელიას 34.21% აქვს, ხოლო კალაძეს 45.31%. არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ჩატარდება.