კალაძემ გაათავისუფლა მერიის თანამშრომელი, რომელიც “ოცნების” პოლიტიკას აკრიტიკებდა

თბილისის მერიის თანამშრომელი გიგა სოფრომაძე, ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურში შშმ პირთა პროგრამების კოორდინატორის თანამდებობაზე მუშაობდა სამსახურიდან გაათავისუფლეს. ინფორმაციას სოფრომაძე სოციალურ ქსელში  ავრცელებს და სამსახურიდან გათავისუფლების ცნობასა და მისი სამსახურის ხელმძღვანელის მიერ კახა კალაძისთვის გაგზავნილ წერილს აქვეყნებს.

გიგა სოფრომაძე აქტიურად მონაწილეობდა  მიმდინარე საპროტესტო აქციებში.

“სამსახურიდან გამათავისუფლეს. 8 წლიანი მუშაობის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ის საქმე, რასაც აქამდე ვაკეთებდი, აღარ ყოფილა საჭირო… არ ვიცი რა ვთქვა, არ ვიცი მეწყინოს თუ გავბრაზდე, მაგრამ კითხვები მაქვს…

რა უნდა მითხრან, რით უნდა დამემუქრონ, რამდენი უნდა გადამიხადონ, რომ არამც თუ ჩემს თანამშრომელზე, არამედ ვინმეზე რამე ზედმეტი დავწერო?!

თქვენს, მკადრებლების და მომწონებლების “ღირსებაზე” იყოს” – წერს გიგა სოფრომაძე.