კალაძემ მოადგილეობის კანდიდატები და სამსახურების ხელმძღვანელები წარადგინა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვიცემერი, მერის მოადგილეები და სამსახურების ხელმძღვანელები წარადგინა.

კალაძის განცხადებით, ვიცემერი ისევ ირაკლი ხმალაძე იქნება, მოადგილეები კი ანდრია ბასილაია, ირაკლი ბენდელიანი და ილია ელოშვილი, “თბილისის ურბანულ და სატრანსპორტო პოლიტიკას კვლავ ვიქტორ წილოსანი წარმართავს, თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელად წარდგენილია ლევან ჯღარკავა, ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე ირაკლი თავართქილაძე, არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი იქნება თეიმურაზ ბოლოთაშვილი”.

თბილისის მერი აღნიშნავს, რომ მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვალერი ჭიღლაძე იქნება, ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი – გიორგი აბუთიძე, ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის – ვახტანგ ლომჯარია, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის – გიგა გიგაშვილი, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდული საქმეთა სამსახურის – ირაკლი გვილავა, იურიდიულ საქალაქო სამსახურს – სერგო ბირკაძე, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს – გელა ჩივიაშვილი, მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურს – გიორგი პაპავა, საფინანსო საქალქო სამსახურს კვლავ გაიოზ თალაკვაძე, უსაფრთხოების საქალაქო სამსახურს  – ნიკოლოზ ჭონქაძე, მუნიციპალური ინსპექციის საქალქო სამსახურის – კახა გულედანი.

კახა კალაძე განმარტავს, რომ კანდიდატების სია დედაქალაქის საკრებულოს გადაეგზავნება, რომელმაც ისინი მომდევნო კვირაში უნდა დაამტკიცოს.