დედაქალაქის მერს პრემიერმინისტრობა უნდა – ინფორმაციას ამის შესახებ “ლელო საქართველოს” წევრი, ანი მიროტაძე ავრცელებს. “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემა “დღის სტუმარში” საუბრისას მიროტაძე ამბობს, რომ კახა კალაძე მერობის ვადა ეწურება და მას უკვე ახალი პოლიტიკური გამოწვევები აქვს წინ.
ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, მას აქვს პრემიერობის სურვილიც. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მისი ოთხწლიანი ვადა მერობაზე იწურება, როგორც ჩანს, ახალი გამოწვევა აქვს ეს სურვილი ექნება. გუნდიც ჰყავს, დაახლოებით 20 დეპუტატი პარლამენტში” ამბობს მიროტაძე.