“კალაძემ როგორც კი არჩევნები გაიპრავა,ხომ ნახეთ იმ წუთში ანტიხალხური გადაწყვეტილება მიიღო, იმ წუთშივე – ტრანსპორტში გააძვირა. ფიქრობს, რომ 4 წელიწადი გაინაღდა და ამის საშუალებაც ოპოზიციის არასწორმა ქმედებებმა მისცა. მაგრამ როდესაც ყველა ასეთი გადაწყვეტილება იქნება მკაცრი პროტესტით თანმხლები, ხალხი დაინახავს, რომ ოპოზიცია მათი ინტერესებისთვის იბრძვის და უფრო სოლიდარული და აგრესიული იქნება ქუჩაშიც. აგრესიის გარეშე ჩვენ ცვლილებებს ვერ მივაღწევთ”

ამბობს “ტრიბუნას” ლიდერი, დავით ჭიჭინაძე TV პირველის ეთერში. ცნობისთვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა გაძვირდა. 90-წუთიანი აბონემენტი 1 ლარი ეღირება, 1-დღიანი – 3 ლარი, 1-კვირიანი – 20 ლარი, 1-თვიანი – 40 ლარი, 3-თვიანი – 100 ლარი, 6-თვიანი – 150 ლარი, ხოლო 1-წლიანი აბონემენტი – 250 ლარი.