“კალაძემ სახლიდან მოიტანოს ფული, სანამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყება” – გოცირიძე

“კალაძემ სახლიდან მოიტანოს ფული, სანამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყება”  – ასე ეხმაურება, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე, რუსული კომპანიის “ინტერ რაოს” სარჩელის საფუძველზე სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ ქართული მხარის 80 მილიონი დოლარით დაჯარიმებას.

“დაჯარიმება მიუთითებს, რომ ხელისუფლებამ არ შეასრულა ვალდებულებები. დღეს დაგვაჯარიმეს 80 მილიონი დოლარით. ის დავები, რომლებიც არის საერთაშორისო სასამართლოებში, საქართველომ რომ წააგოს, მილიარდობით ლარის გადასახადი გვექნება. მარტო წელს, საქართველოს მთავრობამ ადვოკატებში გადაიხადა 80 მილიონი ლარი. ბოლო 6 წლის განმავლობაში გადაიხადა 192 მილიონი ლარი. სად არიან ეს ადვოკატები? რატომ ვერ იმარჯვებენ? იმიტომ რომ კორუფციული კონტრაქტები იყო. კალაძემ სახლიდან მოიტანოს ჯერ ფული, სანამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყება. სემეკის ყველა თავმჯდომარემ, რომელიც პოლიტიკური ნიშნით აჯანჯლებდა გადაწყვეტილების მიღებას, გააფორმეს მემორანდუმი პირდაპირ საზიანო ქვეყნისათვის. ყველა ხელშეკრულება, რაც კი გაფორმებულია, რუსულ კომპანიებთან არის საიდუმლო”, – თქვა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რომან გოცირიძემ.