“კალაძეს და გახარიას შეუძლიათ, ახალი პროცესის გმირები გახდნენ, რახან თავკაცები ხართ, მოგმართავთ”- გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშიას წევრი გუბაზ სანიკიძე ამბობს, რომ კახა კალაძესა და გიორგი გახარიას შეუძლიათ, “ახალი პროცესის გმირები გახდნენ”.
“ბატონო კახა და ბატონო გიორგი, გადასარევი შანსი გვაქვს ორივე მხარეს. მე შერიგებაზე არ გელაპარაკებით, მე გელაპარაკებით მორიგებაზე. მოვრიგდეთ, რათა ქვეყანას შანსი მივცეთ და წავიდეთ წინ. შევთანხმდეთ, ჩავატაროთ სამუშაოები.
გაქვთ შანსი, რომ გახდეთ ახალი ქართული დემოკრატიის ავტორები. კახა კალაძეს და გიორგი გახარიას შეუძლიათ, რომ გახდნენ გმირები ახალი პროცესის. მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება.
თქვენ, რახან თავკაცები ხართ, მოგმართავთ, გაქვთ ძალიან დიდი შანსი, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოვიყვანოთ ერთად და ვიყოთ თანაავტორები ამ საქმის… ის, ვისაც მიყავს ახლა ეს პროცესი, თქვენი საპარლამენტო უმრავლესობის მეთაურები ვინც არიან, ისინი საქმეს აფუჭებენ და საბოლოო ჯამში, თქვენი საქმეც გაფუჭდება”, – აღნიშნა სანიკიძემ.