კალაძე გუნდიდან გადის, დაიწყო თალაკვაძით, ოცნება იშლება – გვარამია

“კალაძე გუნდიდან გადის, დაიწყო თალაკვაძით, ოცნება იშლება”- ასე ეხმაურება, “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, არჩილ თალაკვაძეს, რომელმაც  პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა ცოტახნისწინ  დატოვა.

”რაც მოვყევით წინა შაბათის მთავარში, ნაბიჯ-ნაბიჯ ხდება. კალაძე გუნდიდან გადის. დაიწყო თალაკვაძით, გაგრძელდება სხვებით”- წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. „ქართული ოცნება“ პარლამენტის თვმჯდომარის პოსტზე კახა კუჭავას კანდიდატურას წარადგენს. როგორც თალაკვაძემ განაცხადა, მისი ადგილი პარლამენტის დარბაზშია და არა სპიკერის პოზიციაზე.