კალაძე: კახი კალაძეს საამისო არაფერი სჭირს, რომ სხვის გუნდში ვიხილოთ

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ “სხვის გუნდში გასაწევრიანებელი არაფერი სჭირს”.

მისივე განცხადებით, ჯერ ადრეა მერობის კანდიდატებთან დაკავშირებით საუბარი.

„კახი კალაძეს არაფერი სჭირს, რომ ვინმეს გუნდში ვიხილოთ. საამისო არაფერი სჭირს კახი კალაძეს. რაც შეეხება მერობას, რამდენიმე დღის წინ, როდესაც გვქონდა შეხვედრა, ამასთან დაკავშირებით ვისაუბრე და ვრცლად გავაკეთე განცხადებები. ჯერ ადრეა საუბარი იმაზე, ვინ უნდა იყვნენ მერობის კანდიდატები მთელი ქვეყნის მაშტაბით.

როდესაც ამის დრო მოვა, პირობას გაძლევთ, პირველი გაიგებთ ჩემგან და პარტიის თავმჯდომარისგან, ვინ იქნებიან მერობის კანდიდატები და ასევე საკრებულოს მიმართულებით, მთელი ქვეყნის მაშტაბით“, – საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, განაცხადა კალაძემ.