კალაძე: კვლევები ჩავიტარე, ყველანაირად კარგად ვარ

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ კვლევები ჩაიტარა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია.

“დამატებით კვლევები ჩავიტარე ყველა მიმართულებით და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ არაფერი არ არის, ყველანაირად კარგად ვარ. ორშაბათიდან სრულფასოვნად დავუბრუნდები ჩემს საქმიანობას.

ერთად გავაკეთებთ ყველა იმ მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც სჭირდება დედაქალაქს”,- ამბობს ის ვიდეომიმართვაში.