კალაძე-სააკაშვილის ფოტოიან მაისურზე სამოქალაქო აქტივისტს თბილისის მერმა ავტოგრაფი დაუტოვა

მოძრაობა „შეცვალეს“ წევრმა დიმიტრი ბიძინაშვილმა და სამოქალაქო აქტივისტმა კახა კვეკვესკირმა კალაძეს საპასუხო  მაისური მიუტანეს  სადაც კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილთან ერთად არის გამოსახული. როგორც სამოქალაქო აქტივისტი კახა კვეკვესკირი, აცხადებს მაისური კალაძეს აუტანეს და მან მაისურზე ხელი მოუწერა და უკან დაუბრუნა აქტივისტებს.

შეგახსენებთ, რომ ვარკეთილში, თბილისის მერ კახა კალაძესა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის დაპირისპირება 5 ივნისს მოხდა. დედაქალაქის მერი ვარკეთილში ახლად რეაბილიტირებული სკვერის გახსნაზე მივიდა. სკვერში მისულ კახა კალაძეს ადგილზე “ანას ბაღის” დამცველები და მოძრაობა “შეცვალეს” წევრები დახვდნენ. მათი განცხადებით, დედაქალაქის მერისთვის დიღმის ჭალებთან დაკავშირებით შეკითხვის დასმა სურდათ, თუმცა კალაძემ მათ ხელი დაარტყა. ერთ-ერთი აქტივისტის განცხადებით, „კალაძემ მაისურიც შემოახია”.ამის შემდეგ კი თბილისის მერმა აქტივისტს მაისური აჩუქა სადაც მიხეილ სააკაშვილთან ერთად არის გამოსახული.