თბილისის მერი, კახა კალაძე ამტკიცებს, რომ ადამიანების გამოხატვის თავისუფლება დაცულია ქვეყანაში, თუმცა პრაიდის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის.
“რაც შეეხება პრაიდის კვირეულს, მე არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ამის გაკეთება, იმიტომ რომ არსებობს კონკრეტული ადამიანები, ჯგუფები, რომლებმაც შეიძლება ეს არასწორად გამოიყენონ, როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან. გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია და თქვენ ვერ მოიყვანეთ ვერცერთ ფაქტს, როდესაც ადამიანის გამოხატვის თავისუფლება ირღვევა”,– თქვა კალაძემ.
ცნობისთვის, პირველი ივლიდან 5 ივლისის ჩათვლით თბილისში პრაიდის კვირეული ჩატარდება. დასკვნითი ღონისძიება 5 ივლისს ღირსების მარში იქნება.