თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ გამოძიება დაადგენს, გავრცელებული ფაილები ვინ შექმნა და ვინ გაავრცელა.
მისი თქმით, თუ საჭიროა, სუსმა უნდა მოუსმინოს დიპლომატებსაც.
„ჭორაობას ხომ არ დავიწყებ, დაველოდოთ გამოძიებას და ამის მიხედვით შესაძლებელი იქნება განმარტებების და კომენტარის გაკეთება. ობიექტური გამოძიება დაწყებულია, შესაბამისად დაველოდოთ თუ ვინ, როგორ, რა გააკეთა. გამოძიება მიმდინარეობს და ყველაფერი გახდება ცხადი, ვის მიერ იქნა ეს გავრცელებული, რა არის აქედან სიმართლე, რა არის ტყუილი და ა.შ.
უშიშროების სამსახური არის იმისთვის, რომ ქვეყანაში დაიცვას უსაფრთხოება, მოუსმინოს იმას, ვინც მოსასმენია კანონის ფარგლებში. ეს ყველა ქვეყანაში ასე ხდება, შესაბამისად, ჩვენი უსაფრთხოების სამსახურიც უნდა იყოს ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე, აუცილებლად უნდა მოუსმინონ ვინც სჭირდებათ და მოსასმენია, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში. თუ საჭიროა დიპლომატებსაც”, – განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, სავარაუდოდ სუს-დან გავრცელებული ფაილებიდან ირკვევა, რომ სუს-ი უსმენს პარტნიორი ქვეყნების ელჩებსა და საელჩოების თანამშრომლებს.