“კალა შენ რომ შენი ჯიბე გგონია, ეგ თბილისელების ბიუჯეტია!” – საკრებულოს სხდომა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს

“კალა შენ რომ შენი ჯიბე გგონია, ეგ თბილისელების ბიუჯეტია!” – თბილისის საკრებულოს სხდომა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. ადგილზე სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილები რომლებმაც, საკრებულოს შენობასთან პოსტერები მიიტანეს.

საკრებულოს სხდომაზე, თბილისის მერი, კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის შემადგენლობას  ფაქტობრივად უცვლელი სახით წარადგენს. მთავრობის შემადგენლობის წარდგენის შემდეგ საკრებულო თბილისის რაიონების გამგებლების არჩევას უყრის კენჭს.