ამერიკულმა კომპანია Seafloor Systems–მა, რომლიც წყალქვეშა სამუშაოებზეა სპეციალიზირებული კალიფორნიაში ქალაქ საკრამენტოს სიახლოვეს ფოლსომის ტბის ფსკერზე ჩამოვარდნილი თვითმფრინავი აღმოაჩინა. წინასწარი ვარაუდით ეს არის Piper Comanche 250, რომელიც 1965 წლის 1 იანვარს პილოტთან და 3 მგზავრთან ერთად დაიკარგა.
აღმოჩენა უძლიერესი გვალვის შედეგად გახდა შესაძლებელი, რის გამოც წყალსაცავებში წყალი გამეჩხერდა.
კომპანიის სპეციალისტები ტბაში აპარატურას ტესტავდნენ, როცა ერთ–ერთმა მათგანმა რადარის ეკრანზე რაღაც უჩვეულო შენიშნა.
როგორც ადგილობრივ ტელეარხს კომპანიის თანამშრომელმა, ტაილერ ატკინსონმა განუცხადა, ტბის ფსკერზე წყალქვეჩა კამერა ჩაუშვეს, რომლის დახმარებით თვითმფრნავის პროპელერის და კუდის მკაფიო ფოტოები მიიღეს.
გამოსახულებიდან ჩანს, რომ თვითმფრინავი არ დამტვრეულა.
თვითმფრინავის და იქ მყოფი ადამიანების საძიებო სამუშაოები 2014 წლამდე გრძელდებოდა. ამ წლების მანძილზე მხოლოდ პილოტის ცხედრის ფრაგმენტები იპოვნეს, თუმცა თავად თვითმფრინავი და სამი მგზავრი ვერა.
ახლა ოლქის შერიფმა უნდა გადაწყვიტოს, განაახლებს თუ არა ძიებას და ამოიტანს თუ არა თვითმფრინავს ფსკერიდან.
ძლიერი გვალვის გამო წყლის დონე ფოლსომის ტბაში ახლა ჩვეულებრივზე 38%–ით უფრო დაბალია.
გასულ კვირას კალიფორნიის გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა შტატის 58–დან 41 ოლქში, მათ შორის ტბის მიმდებარე სამ ოლქში.