კანადამ პუტინის რეჟიმთან დაახლოებულ პირებს, ასევე პუტინის შვილებს, სანქციები დაუწესა

კანადამ პუტინის რეჟიმთან დაახლოებულ პირებს, ასევე პუტინის შვილებს, სანქციები დაუწესა. ინფორმაციას ამის შესახებ, კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“კანადა აგრძელებს მამაცი კაცებისა და ქალების გვერდით დგომას, რომლებიც უკრაინაში საკუთარი თავისუფლებისთვის იბრძვიან. ჩვენ განვაგრძობთ რუსეთის რეჟიმისთვის მძიმე საქნციების დაწესებას, ჩვენს მოკავშირეებთან კოორდინირებულად. დაჟინებით შევეცდებით, რომ მათ საკუთარი ნაბიჯების გამო პასუხი აგონ. ისინი ჩადენილ დანაშაულზე პასუხს აუცილებლად მიიღებენ”. – თქვა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჯოლიმ.