კანადამ რუსეთის 22 მოქალაქეს, მათ შორის ალინა კაბაევას სანქციები დაუწესა

კანადამ სანქციები დაუწესა 4 რუსულ კომპანიასა და რუსეთის 22 მოქალაქეს, რომელთა შორის ყოფილი ტანმოვარჯიშე და პუტინის მეგობარი გოგო, ალინა კაბაევაც მოხვდა. არსებობს ვარაუდი, რომ ალინა კაბაევასა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს  სამი შვილი ჰყავთ.

  • “ჩვენ უნდა დავახრჩოთ პუტინის რეჟიმი. ეს იყო ჩვენი მიზანი თავიდანვე და ეს არის ის, რასაც ჩვენ გავაგრძელებთ”, – თქვა კანადის საგარეო კასაქმეთა მინისტრმა. 

კანადამ სანქციები დაუწესა ოთხ რუსულ კომპანიას, მათ შორის საინვესტიციო სავაჭრო ბანკებს, PJSC-ს, რუსეთის აგრარული ბანკს, RVC Management Company LLC-სა და რუსეთის პირდაპირ საინვესტიციო ფონდს. სანქციები აქტივების გაყინვასა და ქვეყანაში შესვლის აკრძალვას მოიცავს.

ცნობისთვის, ალინა კაბაევას სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც დაუწესა. არსებობს ვარაუდი, რომ პუტინი თავის აქტივებს სწორედ გარემოცვის დახმარებით მალავს.