კანადამ უკრაინას თანამედროვე ჰაუბიცები გაუგზავნა

კანადამ უკრაინაში ოთხი შედარებით ახალი ჰაუბიცა М777 გაგზავნა. კვირის დასაწყისში კანადის პრემიერმა, ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინული არმიისთვის მძიმე არტილერიის გადაცემას გეგმავდა, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.

“სწორედ ამაზე იყო ბოლო მოთხოვნა, მძიმე არტილერიაზე“–თქვა ტრუდომ და ხაზი გაუსვა, რომ ჯერჯერობით ვერ დააკონკრეტებდა, რა ტიპის შეიარაღებაზე იყო საუბარი.

დასავლური მედია წერს, რომ უკრაინაში გაიგზავნა კანადის მიერ ავღანეთის ომის პერიოდში შესყიდული 37 ჰაუბიციდან 4.

22 აპრილს კანადის თავდაცვის მინისტრმა პრესრელიზში დაადასტურა, რომ უკრაინაში გაგზავნეს რამდენიმე ჰაუბიცა М777 ამერიკელი მოკავშირეების სამხედრო დახმარებასთან ერთად.

კანადის თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებული წყარო ამბობს, რომ სამხედრო დახმარების პაკეტი ასევე შეიცავს მაღალი სიზუსტის “ესკალიბურებს“, რომლებიც კანადას ავღანეთის შემდეგ დარჩა. ეს არის მართვადი ჭურვები GPS დამიზნებით. ერთი ასეთი ჭურვი 112 000 დოლარი ღირს. ანადის თქმით შეივსება ამუნიციის მარაგებიც.

ცოტა ხნის წინ კანადამ უკრაინას მიაწოდე ხელის ტანკსაწინააღმდეგო ნაღმმტყორცნები “კარლ გუსტავი.“