კანადური ალკოჰოლის მაღაზიები რუსული წარმოების ალკოჰოლურ სასმელებს აღარ გაყიდიან. ქვეყნის უდიდესმა პროვინციამ ონტარიომ ალკოჰოლის კონტროლის საბჭოს მითითება უკვე მისცა, რომ პროვინციაში ყველა რუსული წარმოების პროდუქტი ამოიღონ გაყიდვიდან.
ამ გადაწყვეტილების შედეგად, მხოლოდ ონტარიოში, რუსეთში წარმოებულ ყველა პროდუქტს 679 მაღაზიიდან ამოიღებენ გაყიდვიდან.
„ნიუფაუნდლენდისა და ლაბრადორის ალკოჰოლის კორპორაციებმა, სხვა ალკოჰოლთა იურისდიქციებმა მთელ კანადაში, გადაწყვიტეს რუსული წარმოშობის პროდუქტები დახლებიდან აიღონ“, – წერს კორპორაცია ტვიტერზე.