კანადა აშშ-სთან დაძაბულობის ფონზე ევროპასთან ურთიერთობებს აძლიერებს — The New York Times

გამოცემაThe New York Times წერს, რომ კანადა  გეგმავს ევროპასთან მასშტაბური თავდაცვითი და სავაჭრო შეთანხმებების გაფორმებას, რაც მას შესაძლებლობას მისცემს, საკუთარ ინდუსტრიულ საწარმოებში ევროპული სამხედრო ტექნიკის წარმოებაში მიიღოს მონაწილეობა.

სტატიაში ნათქვამია, რომ ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები კანადის ევროკავშირის ახალ თავდაცვით ინიციატივაში ჩართვაზე. ინიციატივის მიზანია თავდაცვითი ინდუსტრიის გაძლიერება, რათა შეიქმნას  ამერიკული სამხედრო წარმოების ალტერნატივა.

ამ გზით, კანადა შეიძლება გახდეს ევროპის თავდაცვის სისტემის ნაწილი და გამოიყენოს თავისი საწარმოო შესაძლებლობები ევროპული სამხედრო სისტემების შესაქმნელად — მაგალითად, ისეთი თვითმფრინავისა, რომელიც კონკურენციას გაუწევს ამერიკულ F-35-ს, როგორიც არის Saab Gripen.

ამასთან, კანადურ სოციალურ ქსელებში მატულობს მოწოდებები ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. იდეის მხარდამჭერები აღნიშნავენ, რომ კანადასა და ევროპას ბევრ რამე აერთიანებთ — მათ შორის ჯანდაცვის სისტემის მოდელი, ანგლო და ფრანკოფონური კულტურა და NATO-ში მონაწილეობა.