კანადის პრემიერ – მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს თქმით, კანადა მზად არის, უკრაინას სამხედრო ტექნიკა გაუგზავნოს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმა, Twitter-ზე უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრის მერე დაწერა.
“ახლახან ველაპარაკე პრეზიდენტ ზელენსკის. ვუთხარი, რომ კანადა უკრაინას მაღალი სპეციალიზებული სამხედრო ტექნიკის კიდევ ერთ პარტიას გაუგზავნის. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებისა და უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნის შეასახებ”, – თქვა მან.
ჯასტინ ტრუდომ ასევე აღნიშნა, რომ მან ზელენსკის, კანადის პარლამენტში სიტყვით გამოსვლა შესთავაზა.
“კანადელები შთაგონებულნი არიან უკრაინელების გამბედაობითა და გამძლეობით და პრეზიდენტის მიერ გამოვლენილი ლიდერობით. ვიცი, რომ მათ მისი სიტყვების პირდაპირ მოსმენა სურთ!” – წერს კანადის პრემიერ-მინისტრი ამავე ტვიტში.