კანადა უკრაინაში დამატებით $50 მილიონის სამხედრო აღჭურვილობას გზავნის

კანადა უკრაინას დამატებით 50 მილიონი დოლარის სამხედრო აღჭურვილობით დაეხმარება. ინფორმაციას კანადის თავდაცვის მინისტრი, ანიტა ანანდი ავრცელებს.

დახმარების პაკეტი მოიცავს როგორც ლეტალურ, ისე არალეტალურ სამხედრო დახმარებას, მათ შორის კანადური წარმოების კამერებს, რომლებსაც სამხედრო დრონებისთვის იყენებენ და სხვა სპეციალიზებულ აღჭურვილობას.