კანადის თავდაცვის მინისტრმა ანიტა ანანდმა სამშაბათს, უკრაინელ კოლეგასთან ალექსეი რეზნიკოვთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ კანადა შეერთებული შტატებისგან შეიძენს და უკრაინას გადასცემს NASAMS საზენიტო სისტემას .
”ეს არის კანადის პირველი შემოწირულობა უკრაინაში საჰაერო თავდაცვის სისტემის სახით […] ეს საზენიტო სისტემა დაეხმარება უკრაინას დასახლებული პუნქტების და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვაში თვითმფრინავებისგან, რაკეტებისა და საჰაერო თავდასხმებისგან […] NASAMS-ს აქვს მიზანში მოხვედრის ძალიან მაღალი მაჩვენებელი და ეს არის ღირებული წვლილი უკრაინის თავდაცვით შესაძლებლობებში“, – წერს ანანდი.
უკრაინამ შემოდგომაზე NASAMS-ის საზენიტო სარაკეტო სისტემების პირველი ორი ბატარეა შეერთებული შტატებისან მიიღო, საერთო ჯამში, ამერიკელებმა უკრაინას რვა ბატარეის გადაცემა დაგეგმეს.
NASAMS არის ნორვეგიულ-ამერიკული მოკლე და საშუალო დისტანციის საზენიტო სარაკეტო სისტემა (50 კმ-მდე). მას, როგორც ანანდი წერდა, შეუძლია ჩამოაგდოს თვითმფრინავები, საკრუიზო რაკეტები, ვერტმფრენები და დრონები.