კანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრუდო ირპენში ჩავიდა

კანადის პრემიერმინისტრი, ჯასტინ ტრუდო ირპენში ჩავიდა. ამის შესახებ ირპენის მერი ალექსანდრე მარკუშინი ტელეგრამზე წერს.

მისი განცხადებით, ტრუდო ირპენში ჩავიდა, რათა საკუთარი თვალით ენახა მთელი ის საშინელება, რაც რუსმა ოკუპანტებმა გააკეთეს ქალაქში.

“რა თქმა უნდა, ის შოკირებული იყო. ბოლოს და ბოლოს, მან დაინახა დამწვარი და მთლიანად განადგურებული არა სამხედრო ობიექტები, არამედ ირპენის მცხოვრებლების სახლები, რომლებიც ბოლო დრომდე ტკბებოდნენ ცხოვრებით და ჰქონდათ საკუთარი სამომავლო გეგმები”,– წერს მარკუშინი.

ის მადლობას უხდის ტრუდოს მხარდაჭერისთვის, რომელსაც დღეს კანადა უკრაინას უწევს.