კანადის ხელისუფლებამ რუსული თვითმფრინავი Ан-124 დააპატიმრა

კანადის ხელისუფლებამ რუსული თვითმფრინავი Aн-124 დააპატიმრა. დაპატიმრებული  სატვირთო ლაინერი ამჟამად ტორონტოს აეროპორტშია გაჩერებლი.

მისი მფლობელია შპს “ავიაკომპანია ვოლგა–დნეპრის“ შვილობილი კომპანია და კომპანიების ჯგუფი ვოლგა–დნეპრი, რომლებსაც ახლახანს დაუწესდა სანქციები კანადის მიერ უკრაინის ომში თანამონაწილეობის გამო.

აქტივის ჩამორთმევა პირდაპირი პასუხია რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრაზე უკრაინაში, რომელიც  2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო, განაცხადა კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

თუ რუსეთს თვითმფრინავი საბოლოოდ ჩამოერთმევა, კანადა იმუშავებს უკრაინის მთავრობასთან აქტივების გადანაწილების ვარიანტებზე ადამიანის უფლებების დარღვევის მსხვერპლთა კომპენსაციისთვის, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების აღდგენის ან უკრაინის აღდგენის მიზნით, ნათქვამია განცხადებაში.