კანალიზაციის წყლებშიც ვიკვლევთ, ხომ არ არის კორონავირუსი – იმნაძე

” კანალიზაციის წყლებშიც ვიკვლევთ, ხომ არ არის კორონავირუსი”- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ  პაატა იმნაძემ განაცხადა. იმნაძის განცხადებით,  მსოფლიოში ძალიან ცოტა განვითარებული ქვეყანა იყენებს კვლევის ამ მეთოდს.

„კანალიზაციის წყლებში ვამოწმებთ, ხომ არ არის კორონავირუსი – ფეკალურ მასებთან ერთად სადმე ხომ არ ცირკულირებს COVID-19. ასეთი კვლევები ჩატარდა მარნეულის მუნიციპალიტეტში, ასევე – თეთრიწყაროში. ეს არ არის მარტივი კვლევა, სწორედ ლუგარში ვატარებთ მას და საბედნიეროდ, ყველა პასუხი ნეგატიურია“, – განაცხადა პაატა იმნაძემ გადაცემაში „იმედის დღე“.