მეექვსე დღეა ვულკანის ამოფრქვევა გრძელდება – ესპანეთის პრემიერმა პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ ხელისუფლება კანარის კუნძულებს, უბედურების ზონად გამოაცხადებს.
“მომდევნო სამშაბათს მინისტრთა საბჭო ლა პალმას კუნძულს უბედურების ზონად გამოაცხადებს”, – თქვა პრემიერმა, რომელიც ამ დროისათვის კუნძულზე იმყოფება.
კუნძულ ლა პალმაზე, რომელიც კანარის არქიპელაგს ეკუთვნის, მეექვსე დღეა ვულკანი იფრქვევა. ოთხი დღის განმავლობაში ლავამ 160 ჰექტარზე მეტი ფართობი დაფარა, გაანადგურა 300-ზე მეტი შენობა. სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია 5 ათასზე მეტი ადამიანი. კანარის კუნძულების ვულკანოლოგიის ინსტიტუტის პროგნოზით, ამოფრქვევა, შესაძლოა, 24-დან 84 დღემდე გაგრძელდეს.