ისინი [ოპოზიციის წარმომადგენლები] მიდიან და ყველას ეუბნებიან, რომ საქართველოს ხელისუფლება არის ცუდი. ჩვენთან არის დიქტატურა, არაფერი არ ვარგა, მაგრამ ქართველი ხალხი არის კარგი და ამიტომ მოგვეცით სტატუსიო. ეს არის ან აბსოლუტური მიამიტობა ან მავნებლობა. საკუთარი ქვეყნის ასეთი რეკლამირება არ გამიგია, ვინმეს უთხრა, ხელისუფლება, სახელმწიფო სისტემა, არაფერი არ ვარგა და ხალხო, რომელიც სადღაც ცხოვრობს, ხალხს მიეცითო. კანდიდატის სტატუსი როცა მიეცემა საქართველოს, სტატუსი მიეცემა საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც წარმოადგენს ქართველ ხალხს. ასე იქნება და არა სხვანაირად.
ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. ჟურნალისტებმა მას ოპოზიციის წარმომადგენლების ევროპარლამენტში ვიზიტის შეფასება სთხოვეს.