“კანონებს ვერ მიიღებთ, შეგიძლიათ, პარლამენტის ბუფეტში ტვიქსი იყიდოთ და გაიყოთ”- ასე მიმართა თაკო ჩარკვიანმა ლევან იოსელიანსა და ალეკო ელისაშვილს მთავარი არხის ეთერში.
“მე ერთ რამეს გეტყვით: თქვენ იქ კანონებს ვერ მიიღებთ, თავად კარგად თქვით, ერთადერთი რაც შეგიძლიათ, ბუფეტს მიაკითხოთ პარლამენტში, ტვიქსი იყიდოთ და გაიყოთ. მიირთვათ და დაგვანებოთ თავი.ქვეყანა გადასარჩენია და თქვენი კონსტრუქციული მამაძაღლობებისთვის არ გვცალია. ამდენი ხანია ვითმენთ და ანგრევთ თქვენ მონაპოვარს ოპოზიციისას. არ მოგცემთ ამის უფლებას”, – განაცხადა ჩარკვიანმა.