კანონიერ ქურდებს მიუყვანეს მიხეილ სააკაშვილი, აქცია გლდანთან უნდა გადავიდეს! – ბაია პატარაია

”გლდანს მართავენ კანონიერი ქურდები, ანუ კანონიერ ქურდებს მიუყვანეს მიხეილ სააკაშვილი…
იმდენს ნუ იზამთ, ქოცელიტავ, რომ ცოცხლებმა ვერ გააღწიოთ ამ ქვეყნიდან. ბიძინა კი მოაჯდება თავის ვერტმფრენს და აითესება, მაგრამ ირაკლებს და ქოცელიტას გაბრდღვნის გადარეული ხალხი, სააკაშვილს თუ რამე დამართეს.
პ.ს. აქცია გლდანთან უნდა გადავიდეს!”

 

ამის შესახებ, უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს და აცხადებს, რომ გლდანის N18 დაწესებულებას კანონიერი ქურდები მართავენ და სწორედ მათი მიუყვანა ხელისუფლებამ საქართველოს ექსპრეზიდენტი. მიხეილ სააკაშვილი რუსთავის 12-ე პენიტენციური დაწესებულებიდან გადაიყანეს და დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ყველასათვის უცნობი იყო თუ სად იმყოფებოდა მოშიმშილე ექსპრეზიდენტი.