“კანონის მიხედვით რომ წარიმართოს რურუას პროცესი, ორშაბათს უნდა გაათავისუფლონ”- ამის შესხებ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, სალომე სამადაშვილი TV პირველის ეთერში საბრობს, რომ თუ სასამართლო პროცესი კანონის მოთხოვნით წარიმართება გიორგი რურუა ორშაბათს უნდა გაათავისუფლონ.
“ორშაბათს, პარლამენტის სხდომაზე კენჭისყრაში ჩვენი ფრაქცია მონაწილეობას მიიღებს თუ რაიმე ნაბიჯი გადაიდგმება რურუასთან დაკავშირებით. ასეთი ქმედება გვაფიქრებინებს, რომ 8 მარტის შეთანხმება სრულდება ივანიშვილს ვაძლევ რჩევას – მისცენ სასამართლოს შესაძლებლობა, რომ პროცესი წარიმართოს კანონის მოთხოვნით და არა პოლიტიკური დაკვეთით, კანონის მოთხოვნით რომ წარიმართოს რურუას პროცესი, ორშაბათს გიორგი რურუა უნდა გაათავისუფლოს სასამართლომ, მინიმუმ თავდებით. ასე გზა იხსნება და ჩვენ კონსტიტუციურ ცვლილებამდე მივალთ”- ამბობს სამადაშვილი.