“კანონი, რომელიც აქვს უკრაინას და კანონი, რომელზედაც ვენეციის კომისიას დადებითი დასკვნა აქვს გაცემული და ტაშს უკრავდა მთელი ცივილური სამყარო, საქართველოსთან მიმართებაში თურმე არ უნდა იყო მიღებული. ეს არის ორმაგი სტანდარტის კლასიკური ნიმუში. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი რაც მათ აწუხებთ არის ის, რომ იერიში მიიტანონ ბიძინა ივანიშვილზე ადამიანმა, რომელმაც რეჟიმი დაამარცხა ქვეყანაში. მანამდე სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდა ბატონი ივანიშვილი ამ ქვეყანას გვერდით ედგა და აძლიერებდა ინსტიტუციებს. ბატონი ივანიშვილი მას შემდეგ გახდა მათთვის მიუღებელი, რაც წინა ხაზზე გამოვიდა და თქვა, რომ დიახ, ამ ქვეყანას ექნება დემოკრატიული მომავალი,”
აცხადებს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ალუდა ღუდუშაური, დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით.