“არსებობს ორი ტიპის კანონი – ერთი, რომელიც ვრცელდება იურიდიულ პირებზე, ვინც უცხოელი აქტორების მითითებით მოქმედებენ, იგულისხმება კანონი ლობირების შესახებ. ამის მაგალითია აშშ-ის ფარა. მეორე მხრივ, არსებობს კანონები, რომლებიც ეხება იურიდიულ პირებს იმის გამო, რომ ეს იურიდიული პირები დაფინანსებას საზღვარგარეთიდან იღებენ. ასეთი კანონები აამოქმედეს რუსეთში, ყირგიზეთსა და უნგრეთში და კრიტიკულად შეაფასეს ვენეციის კომისიამ და ევროპულმა ინსტიტუციებმა, ევროპული სასამართლოს ჩათვლით. ქართლი კანონი სწორედ მეორე ტიპის კანონს განეკუთვნება. ვენეციის კომისიის დასკვნა საკმაოდ მკაფიოა. ეს კანონი შეუთავსებელია საერთაშორისო სტანდარტებთან და უნდა გაუქმდეს. ასევე არ უნდა იქნეს მიღებული ვეტოს დადების შემდეგ. თუ საქართველოში ფიქრობენ, რომ არსებობენ იურიდიული პირები, რომლებიც უცხოური აქტორების მითითებით მოქმედებენ და მიიჩნევენ, რომ კანონი ლობირების შესახებ საკმარისი არ არის, შეუძლიათ გადახედონ კანონს და ვენეციის კომისია მზად არის, დახმარება გაუწიოს”, 

ამის შესახებ, ვენეციის კომისიის ვიცე პრეზიდენტმა ვერონიკა ბილკოვა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ანსაბლეის მუდმივი კომიტეტის სხდომაზე.