“ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ ხშირად წევს შეხსენება ამ ადამიანებისთვის, რომ კონკრეტულ სივრცეებში არაა დაშვებული გარე ვაჭრობა. დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა გამგეობებთან ერთად შეიმუშავა და გამოყო კონკრეტული ტერიტორიები სადაც ამ ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, ყოველგვარი გადასახადების გარეშე დადგნენ და განახორციელონ პროდუქტების გაყიდვა. თუმცა ისეთი ადგილები, რომლებიც კანონის თვალსაზრისით პრობლემას წარმოადგენს, რა თქმა უნდა, ყოველთვის მოჰყვება რეაგირება”

ამის შესახებ, მან თბილისის მერმა კახა კალაძემ, საკრებულოში განაცხადა, სადაც მთავრობის დამტკიცების სხდომა მიმდინარეობს.