2022 წლის მარტიდან საქართველოში, iPlus-ის მაღაზიათა ქსელში მოქალაქეები შეძლებენ კანქვეშა ჩიპების ჩაყენებას.
კომპანისი განცხადებით, მოლაპარეკების ბოლო ფაზაში შევიდა შვედურ კომპანია “BioHax International”, რომელიც აწარმოებს ჩიპებს. ჩიპი მარჯვენა ან მარცხენა ხელის ცერა თითის კანქვეშ მაგრდება და მასში სხვადასხვა ტიპის გასაღებების ჩაწერა იქნება შესაძლებელი, მათ შორის, სახლის კარის, მანქანის, პარკინგის, ობიექტის და ა.შ.
“მისი საშუალებით თქვენ აღარ მოგიწევთ ჯიბეებში მანქანის გასაღების მოძებნა, სახლის ან პარკინგის კარის გასაღების ძებნა, ჩვენი კომპანია შემოგთავაზებთ და დაგიმონტაჟებთ სპეციალირ დაცულ მოწყობილობებს, ბინაში, პარკინგში, სამსახურში, მანქანის საკეტზე რომ უბრალოდ ხელის ახლოს მიტანით და მასში ჩაშენებული უნიკალური კოდის საშუალებით შეძლოთ ყველა კარის გაღება.
ჩიპი დაპროგრამებულია RFID მარტივი სისტემით ( თუმცა აქვს უდიდესი შესაძლებლობები სახელმწიფო და საბანკო სერვისების გამოყენების, როგორიცაა პასპორტის ჩაშენება, საკრედიტო ბარათების, საბანკო ანგარიშების, პირადი ინფორმაციის და ასე შემდეგ) თუმცა ჩვენ როგორც კომპანია უფლებამოსილი ვართ შემოგთავაზოთ საშუალების მხოლოდ ის სპექტრი, რომელიც ჩვენი პროდუქციის რეალიზაციის და თქვენი კომფორტის ინტერესს წარმოადგენს”,- აცხადებს კომპანია.
ჩიპისა და იმპლანტაციის ფასი იანვარში გახდება ცნობილი.
iPlus-ის ცნობით, BioHax-ის ჩიპებს მსოფლიოს მასშტაბით 30 000-მდე ადამიანი იყენებს.