მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმადინარე აქციაზე ორგანიზატორებმა მთავრობას შეზღუდვების მოსახსნელად 48 საათი მიცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი თქმით, შენობების პიკეტირება დაიწყება.
“ბატონები რომ აცხადებენ აქ, გვაჩვენეთ ვინ შიმშილობსო, გამოგვყნენ ერთი დღე და ვაჩვენებთ. ამ ფონზე მიდის ამათი რეგულაციები, რომელიც არანაირ ლოგიკას აღარ ექვედებარება, ეს არის შანტაჟი ქვეყნის მოსახლეობის და დიქტატურა. სამშაბათს იქნება აქცია და სამთავრობო შენობების პიკეტირება, სავარაუდოდ, ეს იქნება კანცელარია, პარლამენტი და ა.შ., თუმცა საბოლოოდ საორგანიზაციო ჯგუფი იტყვის, მარტო მე არ ვწყვეტ ამას”, — ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ჟურნალისტებთან საუბრისას.
აქცია ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარეობს.