კანცელარიასთან პოლიციამ აქციის მონაწილეებს კარვები მოპარა – ვიდეო

კანცელარიასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს პოლიციამ კარავი გასტაცა. ვიდეოს, ტელეკომპანია “პირველი” ავრცელებს.  კოვიდშეზღუდვებისგან დაზარალებული ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები  ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით აქციას მართავდნენ და კარვების გაშლას აპირებდნენ, რასაც სამართალდამცავებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.