“კაპიტანი პირველი გარბის ჩასაძირად გამზადებული გემიდან “- სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის ქართული ოცნებიდან წასვლა ჰყავს ჩასაძირად გამზადებული გემიდან კაპიტნის გაქცევას.
“ივანიშვილის წასვლა, თუ ეს რეალური წასვლაა, ისეთი გამოწვევების ფონზე, როგორიცაა ეკონომიკური კრიზისი, კორონა-კრიზისი და პოლიტიკური კრიზისი, უფრო ჰგავს პასუხისმგებლობის მოშორებას და გაქცევას ჩასაძირად გამზადებული გემიდან, რომლის სახელიცაა ქართული ოცნება. ფაქტიურად ვხედავთ, რომ ამ გემის კაპიტანი პირველი გარბის ამ გემიდან.ჩვენ ვხედავთ მზარდ ზეწოლას ქართულ ოცნებაზე აშშ-დან, ევროკავშირიდან და ამ ფონზე, ამ ნაბიჯით ის ცდილობს გაემიჯნოს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს დასავლეთის თვალში და ამით გარკვეულწილად სახე შეინარჩუნოს. მოგეხსენებათ, რომ მისი კაპიტალის უდიდესი ნაწილი ზუსტად დასავლეთშია დაბანდებული. აქედან გამომდინარე, მისთვის მისი ფინანსური იმპერიის გადარჩენა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საქართველოს და მისი მოქალაქეების კეთილდღეობა და განვითარება”, – ამბობს ჩიხლაძე.