კარანტინის დღეების რაოდენობა შესაძლოა კიდევ შემცირდეს

დაავადებათა კონტროლისა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კარანტინის დღეების რაოდენობა შესაძლოა შემცირდეს.

მისი თქმით, გამორიცხული არ არის, რომ 12-დღიანი საკარანტინო რეჟიმი 8 დღემდე შემცირდეს.

„კარანტინი 14 დღიდან 12 დღემდე შემცირდა, ახლა რამდენიმე მექანიზმია დამუშავების პროცესში, იგივე 8 დღე და შემდეგ ტესტირება, ან კიდევ სხვა მიდგომები. გარკვეული ცვლილებები შეიძლება იყოს“, – თქვა გამყრელიძემ.

რაც შეეხება დიფერენცირებულს კარანტინს, გამყრელიძე ამბობს, რომ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების კარანტინში გადაყვანა “უხერხული საკითხია” და ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა.