“დიდი ღირებულებით არ გამოირჩევა”- გუგული მაღრაძე კარანტინის დღეებში “სამეფო კარის თამაშებს” უყურებს

დეპუტატი გუგული მაღრაძე კარანტინის დღეებს კიკეთში, ოჯახთან ერთად ატარებს.
მიუხედავად იმისა, რომ სახლშია, დეპუტატი აქტიურად მუშაობს. მისი ყოველი დილა ონლაინ ლექციებით იწყება, რაც დეპუტატს ახალი ტექნოლოგიების ათვისებაში ეხარება.მისი  თქმით, ახლა საუკეთესო დროა ახალი ტექნოლოგიების ასათვისებლად.

„ოჯახთან ერთად კიკეთში ვიმყოფები. ყველაფერი ძალიან ლამაზია.  ცხოვრების ახალს წესებს ვემორჩილები.დღის განავლობაში ბევრი საქმე მაქვს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ვარ, სადაც ონლაინ ლექციები მიმდინარეობს და ყოველ დილით ლექციები მაქვს. კარგი დროა ახალი ტექნოლოგიების ასათვისებლად და ონლაინ ლექციები ამაში მეხმარება.

კარანტინის გამოცხადების შემდეგ მივხვდი, რომ უამრავი წიგნი დამიგროვდა, რომელიც აუცილებლად წასაკითხია. ახლა ვცდილობს, ბევრი დრო კითხვაში გამოვიყენო. ძირითადად ჩემი სპეციალობის, კონფლიქტოლოგიაზე დაწერილ ლიტერატურას ვეცნობი.ბოლო დროს ბევრმა თავისი ნიჭი კულინარიაში დაინახა, მაგრამ მე მათ შორის არ ვარ. ძირითადად ჩემი ქალიშვილი ამზადებს და მე შემფასებელი ვარ.

ბევრნი ვართ ოჯახში. ისეთი ფილმის არჩევა, რომელიც ოჯახის ყველა წევრს მოეწონება, რთულია. არჩევანი „სამეფო კარის თამაშებზე“ გავაკეთეთ, რომელიც დიდი ღირებულებით არ გამოირჩევა, მაგრამ შინაარსს მივყვებით და დღეებს ასე ვატარებთ“.