“კიბერკმარამ“გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელშიც გრიგორი კარასინი და ზურაბ აბაშიძე რუსეთ საქართველოს დამაკავშირებელი ახალი გზის პროექტზე საუბრობენ.
“ ეს არის პროექტი,რომელშიც რუსეთის და საქართველოს ხელისუფლებები საიდუმლოდ თანამშრომლობენ. არსებობს საიდუმლო ერთობლივი პროექტი ახალი გზატკეცილის ასაშენებლად, რომელმაც საქართველო რუსეთთან უნდა დაკავშიროს. ეს ხდება იმ დროს, როცა მთელი ცივილიზებული სამყარო რუსეთთან კავშირებს და ვაჭრობას წყვეტს, როცა კრიმინალური რუსული რეჟიმი უკრაინელებს კლავს და უკრაინულ ქალაქებს და სოფლებს ანგრევს.
ახალი გზის მიზანი საქართველოს რუსეთთან დაკავშირება და დე ფაქტო მის ვასალ სახელმწიფოდ გადაქცევაა.
2022 წლის ივნისში რუსმა სენატორმა გრიგორი კარასინმა პროექტი ზურაბ აბაშიძესთან განიხილა, რომელიც ივანიშვილის ერთგული მსახურია. კარასინმა აბაშიძეს უთხრა, რომ რუსეთი ძალიან კმაყოფილია საქართველოს ხელისუფლებით. და სთხოვა მას მოკითხვა გადაეცა სატრანსპორტო სექტორის ბიზნეს წარმომადგენლებისთვის. და ორივე შეთანხმდა, რომ პროექტი, რომელზეც ისინი საუბრობდნენ საიდუმლოდ უნდა დარჩეს. “–წერენ ვიდეოს გამავრცელებლები.