რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ რუსეთი ყველაფერს აკეთებს ჩინეთის, ინდოეთის და სხვა ქვეყნების მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებისთვის, თუმცა, მისი თქმით, ეს ადვილი არ არის, რადგან “კოლექტიური დასავლეთი“ საპირისპირო ზეწოლას ახორციელებს არაღიარების პოლიტიკის მხარდასაჭერად:
“თქვენ იცით, რომ რუსეთის ფედერაცია ყველაფერს აკეთებს, რაც შესაძლებელია ყველა დონეზე და ყველა მისი კონტაქტის საშუალებით, მათ შორის ინდოეთთან და ჩინეთთან, სხვა ქვეყნებთან, იმისათვის, რომ მათ წინ წაიწიონ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებისკენ. ეს საკითხი მარტივი არ არის, იმიტომ რომ არსებობს მერე მხარე, რომელიც ზეწოლას ახორციელებს. ვგულისხმობ კოლექტიურ დასავლეთს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომლებიც საპირისპირო მიმართულებით ახდენენ ზეწოლას. მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რადგან ნატურით ოპტიმისტი ვარ, რომ ეს აღიარება ადრე თუ გვიან მოხდება. ეს არის ცხოვრებისეული ფაქტია. ამიტომ მისი უარყოფა შეუძლებელია. ქვეყანა დამოუკიდებლად ვითარდება, აქვს საკუთარი გეგმები, არავის ემუქრება და უნდა, რომ დროთა განმავლობაში გახდეს საერთაშორისო თანამეგობრობის ნაწილი, გაეროს წევრი და ა. შ. მიღწევადი მიზანია, თუმცა არა ადვილი. იმის იმედი, რომ ეს მოხდება შემთხვევით ან ხელის ერთი აქნევით, არ უნდა გვქონდეს, თუმცა მუშაობა გაგრძელდება. “