კარგად არ იქცევა, როგორც ყოველთვის, უკვე დიდი ხანია – გიგა ბოკერია სააკაშვილზე

„ევროპული საქართველოს“  ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ეხმიანება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ზაალ უდუმაშვილის განცხადებას ბანერთან დაკავშირებით, რომელზეც სააკაშვილის ფოტოებია და გაკეთებულია წარწერა –  „ჩამოდი“.

„ამ შემთხვევაში წყაროა სააკაშვილის განცხადებები. თავად ხსნის ამ დისკუსიას და მერე თვითონ ბრაზდება. არ მიკვირს, ისე იქცევა, მაგრამ კარგად არ იქცევა, როგორც ყოველთვის, უკვე დიდი ხანია“, – განაცხადა ბოკერიამ.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი ოპოზიციას, არც საზოგადოებას არ აერთიანებს.

„მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი ოპოზიციას არ აერთიანებს და არც საზოგადოებას. ოპოზიციას აერთიანებს მთავარი საკითხი – არჩევნებზე უმრავლესობა როგორც გადაწყვეტს, ის ფიგურა შეიძლება იყოს ხელისუფლებაში, სხვა დანარჩენი ჩვენი ქვეყნისთვის დამანგრეველია“, – თქვა ბოკერიამ.