“კარგად ვარ, ხელი მომტეხეს, ხელწერილი არ დამიწერია”- “ქართული ოცნების” ოფისთან, დაკავებული პირველი არხის ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე თავისუფალია. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია რომ ირაკლი აბსანაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა ის ამას უარყოფს და აცხადებს რომ ” ალბათ რაღაც ფურცელს თავად მოაწერეს ხელი”
”მეგობრებო, დიდი მადლობა მოკითხვისთვის. კარგად ვარ. ხელი მომტეხეს, უბრალოდ.
თან ვეღარ გავიგე, მერამდენე მაიკა უნდა შევწირო ამ ქვეყანას.
p.s. არანაირი ხელწერილი არ დამიწერია. 2 საათი ახლობელთან ზარს ვითხოვდი და შენ ტელეფონს ვერ ვპოულობთო. მერე ტელეფონიც იპოვეს და, ალბათ იმ რაღაც ფურცელს თავად მოაწერეს ხელი.” – წერს ირაკლი აბსანაძე.
ირაკლი აბსანძე 5 ივლისს მომხდარ ძალადობას გმობს და მმართველ გუნდს უმოქმედობაში ადანაშაულებს. ის რუსთაველზე გამართულ საპროტესტო აქციებს უკვე მეორე დღეა უერთდება. კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის ირაკლი აბსანძის დაკავებას მედიის დაშინების მცდელობად აფასებს.
ცნობისთვის, დღეს პარლამენტთან პოლიციასთან დაპირისპირებისას ტელეკომპანია “კავკასიის” დირექტორმა, ნინო ჯანგირაშვილმა, ხელი იღრძო.