საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიან ევროკავშირის დახმარებას კვლავ “ახალ სესხს” უწოდებს და აცხადებს, რომ საგარეო ვალისთვის ეს კიდევ უფრო მძიმე ტვირთი იქნებოდა.
“ვფიქრობ, რომ ეს არგუმენტები იყო აბსოლიტიურად გასაგები და მე მინდა ძალიან კარგად ვისწავლოთ კითხვა, იმ განცხადებისა, რასაც ჩვენი პარტნიორები აკეთებენ და არ წარმოვაჩინოთ ეს ისეთ მდგომარეობას, თითქოს საქართველომ ამით შეიცვალა კურის და გადაუხვია დასავლურ კურსს და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესებს
გვესმის რომ ეს პირობითობა იყო ჩადებული, არავინ უარყოფს ამას. ჩვენ ვამბობთ, და ეს პოზიცია დაფუძნებულია იმ სამართლებრივ შეფასებებზე, რომლებსაც აკეთებენ იურისტები, ასევე, ვენეციის კომისიიდან მიღებული რეკომენდაციები, რომ ეს რეკომენდაციები მნიშვნელოვანწილად არის შესრულებული. აქ არის განსხვავებული აღქმები ჩვენსა და ევროკავშირს შორის და ეს იწვევს აქ პოზიციების შეუსაბამობას” – თქვა დავით ზალკალიანმა.
ცნობისთვის, გუშინ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ “ქართული ოცნება” ვერ იტყვის უარს იმაზე, რისი მიღების უფლებაც არ ჰქონდა, რადგან მთავრობამ არ შეასრულა ევროკავშირის მიკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის მიღების პირობები: სასამართლო სისტემა და ა.შ.